სააკაშვილის საქმეზე დაკავებული მამა-შვილის ადვოკატი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული მამა-შვილის, შალვა და ზურაბ წოწორიების ადვოკატი გიორგი გოგინავა სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. თუმცა, როგორც ადვოკატი განმარტავს, გასაჩივრება ფორმალური იქნება, ვინაიდან გადაწყვეტილების შეცვლის მოლოდინი არ აქვს.

"მოსამართლე გიორგი გელაშვილი ჩვეულ ფორმაშია, პირნათლად ასრულებს პოლიტიკურ დავალებებს, ვულოცავ მას ამ გადაწყვეტილების მიღებას და ვულოცავ იმ ადამიანებსაც, ვინც ეს გადაწყვეტილება მიაღებინეს.

დღეს, საქართველოს კიდევ ორი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. რაც შეეხება პატიმრობის საკითხში გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მას ჩვენ მხოლოდ ფორმალურად გავასაჩივრებთ, ვინაიდან არც სააპელაციო სასამართლოს იმედი არ გვაქვს, რომ რაიმე ფორმით ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. საქმეში შემოსვლაში დახმარება კი არა, ზოგადად, მტკიცებულება არ მოიპოვება იმ ნაწილშიც, რაშიც დღეს ბრალდებულები არიან. შემდეგში რას გააკეთებს ბრალდების მხარე და რა ახალ შოუებს დადგამს, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ",- განაცხადა გოგინავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით ზურაბ და შალვა წოწორიებს ბრალდება გუშინ წარუდგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო