ბადრი ჯაფარიძე - მოსალოცი ვერ იქნება არჩევნები, რომელიც ჩვენი მეგობრების მხრიდან შეფასდა როგორც „დრამატული უკანდახევა“ დემოკრატიული განვითარების კუთხით

მოსალოცი ვერ იქნება ისეთი არჩევნები, რომელიც ჩვენი მეგობრების მხრიდან შეფასდა როგორც „დრამატული უკანდახევა“ დემოკრატიული განვითარების კუთხით. ყოველ არჩევნებზე ჩვენ უკან მივდივართ, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების მოსახდენად აუცილებელია მეორე ტურამდე წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ძალადობისგან, სუს-ის ჩარევებისგან, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისგან თავისუფალი.

„აქ სიამაყით აღინიშნა, რომ თურმე „ლელოს“ მხარდამჭერების რიცხვმა დაიწია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რიცხვი გაიზარდა. ჩვენ არ გვჭირდება ამომრჩევლების რიცხვის ასეთი გაზრდა, როგორც თქვენ ამას აკეთებთ - მოსყიდვით, დაშინებით, ხელების გადაგრეხვით. ჩვენ ასე არ გვსურს! ამ პერიოდში „ლელოს“ მიმართ განხორციელებულმა ქმედებებმა ხელი პოლარიზაციას შეუწყო. მთელი წინასაარჩევნო პერიოდი სასამართლოში დაგვატარებდნენ.

რაც შეეხება გამარჯვებას, ეს არის ე.წ. პიროსის გამარჯვება ჩემთვის, იმიტომ, რომ ასე არჩევნების ჩატარება არ შეიძლება! ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს! ჩვენ ახლა გვაქვს მეორე ტური - არ დაუშვათ ძალადობის, მოსყიდვის, ხმების მოსყიდვის მიზნით საკვები პროდუქტების დისტრიბუციის განმეორება. არ დაუშვათ! ყველა შემთხვევას ვამხელთ. თუ გსურთ, ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებები მოხდეს, აუცილებელია მეორე ტურამდე წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ძალადობისგან, სუს-ის ჩარევებისგან, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისგან თავისუფალი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძემ რიგგარეშე სხდომის მოწვევა ე.წ. მოსმენებს საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოითხოვა და აღნიშნა, რომ პროკურატურაში წარმოდგენილი საუბრის ჩანაწერები ავთენტურია.

„როგორ შეიძლება, როცა კოლეგას უკანონოდ უსმენენ, ეს არ გაინტერესებდეთ? ეს რომელი დემოკრატიაა? რომელი მმართველი ძალისთვის დამახასიათებელი საამაყო, გამორჩეული თვისებაა? ვადასტურებ, რომ პროკურატურაში წარმოდგენილი ფაილები ზუსტად ასახავს ჩემს საუბარს მეგობრებთან, სასულიერო პირებთან. ასე რომ, მისმენდნენ უკანონოდ. მოვითხოვ თქვენს მხარდაჭერას რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით, სადაც უნდა მოვისმინოთ, რატომ მოხდა ეს, ვინ განახორციელა ჩაწერები. ფაქტია, რომ ეს ჩანაწერები ავთენტურია, რადგან ზუსტად ასახავს ჩემს საუბარს ისე, როგორც მამუკა ხაზარაძის საუბრებს. ეს არის 40 ფაილი მამუკას შემთხვევაში და 19 ფაილი ჩემს შემთხვევაში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო