სალომე სამადაშვილი - ის, რომ დიპლომატებმა აუცილებლად ჩათვალეს დემარში გაემართათ საგარეო საქმეთა მინისტრთან, აჩვენებს ორ რამეს - დარწმუნებული არიან, რომ  ხორციელდება უკანონო თვალთვალი და დაზიანდა ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობები

ის, რომ მთელმა დიპლომატიურმა კორპუსმა აუცილებლად ჩათვალა დემარში გაემართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და საჯაროდ გაავრცელა დემარშის შინაარსი, აჩვენებს ორ რამეს - დარწმუნებულები არიან, რომ მათზე ხორციელდება უკანონო თვალთვალი, ამავე დროს, დაზიანდა ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობები, - ასე ეხმიანება ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატი სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან სავარაუდო უკანონო მოსმენის საკითხზე ელჩებისა და დავით ზალკალიანის შეხვედრის შემდეგ, ელჩების მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მისი თქმით, სტრატეგიული ურთიერთობების გაფუჭება უკვე შემდგარი ფაქტია.

„ის, რომ მთელმა დიპლომატიურმა კორპუსმა აუცილებლად ჩათვალა დემარში გაემართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და საჯაროდ გაავრცელა დემარშის შინაარსი აჩვენებს ორ რამეს, ერთი - ისინი სრულიად არიან დარწმუნებული იმაში, რომ მათზე ხორციელდება უკანონო მიყურადება და თვალთვალი შესაძლოა და ამავე დროს, ცხადია, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები დაზიანდა როგორც კონკრეტულ ქვეყნებთან, ასევე ევროკავშირთან და ნატოსთან. საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და ფაქტობრივად დაადასტურა, რომ არ არის სანდო პარტნიორი ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის. ეს არის ამ დემარშის გზავნილი და გვარწმუნებს კიდევ ერთხელ, რამხელა გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა ამ ხელისუფლების პირობებში.

სტრატეგიული ურთიერთობების გაფუჭება ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი, ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა უნდა გავწიოთ, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ახალი ფურცლიდან განახლდეს ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან,"- განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
პაატა დავითაია - ვინც საპარლამენტო არჩევნების წინ ფართო გაერთიანების მოდელს შესთავაზებს ამომრჩეველს, მოგებაც მის მხარეს იქნება - ვინც ამ სისტემით გავა არჩევნებზე, ის მინიმუმ გაყოფს ხელისუფლებას, მაქსიმუმ - მოიპოვებს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს