ხათუნა სამნიძე - პრემიერის განცხადება პირდაპირი დასტურია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხია დღის წესრიგში

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, დღეს ქვეყნაში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, რისი დასტურიც პრემიერ-მინისტრის განცხადება და „მისი პირდაპირი მუქარაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მისამართით ისმის“.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკური დევნა „ჩვეულებრივი ამბავია“.

„აქ ქვეყანაში თითოეული ჩვენგანი, ვინც საჯარო პოლიტიკაში ვართ და არ ვეთანხმებით, ვაკრიტიკებთ და ძალიან მწვავედ ვუპირისპირდებით „ქართულ ოცნებას“, შესაძლოა, პოლიტიკური პატიმარი გახდეს. ჩვეულებრივი ამბავია პოლიტიკური დევნა. ბუნებრივია, როდესაც პრემიერ-მინისტრისგან გვესმის განცხადება, რომ მუხლებს დავუმატებთ, წესიერად მოიქცეს, პოლიტიკიდან წავიდეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს საფუძველს, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. პრემიერის განცხადება პირდაპირი დასტურია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხია დღის წესრიგში“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სამნიძე ასევე გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებულ საერთაშორისო შეფასებებს. მისი განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებების ფონზე პრემიერის განცხადებები კიდევ უფრო შემაშფოთებელია.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში სააკაშვილზე საუბრისას შემდეგი განცხადება გააკეთა: „წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო