ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, „ნაცმოძრაობა" ერთ საპარლამენტო მანდატს საერთოდ კარგავს, პარლამენტი კი, 150-ის ნაცვლად 149 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მანდატს საერთოდ კარგავს, მეათე მოწვევის პარლამენტი კი, 150 დეპუტატის ნაცვლად, პარლამენტის 149 წევრით იქნება წარმოდგენილი.

ნიკა მელია პარლამენტში პროპორციული სიით შევიდა. მის ადგილმონაცვლის უფლებამოსილებას პარლამენტი ვერ ცნობს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნის საფუძველზე პარტიის საარჩევნო სია მთლიანად გაუქმებულია.

როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ" და რამდენიმე ოპოზიციურმა საარჩევნო სუბიექტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტის გამო ცესკო-ში წარდგენილი საარჩევნო სიის ჩახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო