ლიზა იასკო - მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ მოინახულა.

ლიზა იასკოს შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი.

„ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად უნდა იყოს ბედნიერი იმის გამო, რომ ჰყავს ისეთი ადამიანი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია. ვისაც შეუძლია საკუთარი ხალხის გამო, ბევრ რამეზე წავიდეს, ეს ძალიან დასაფასებელია. მე ძალიან ვამაყობ მისით. ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. ეს ძალიან დიდი ბრძოლაა, რომელიც გჭირდებათ თქვენ, რომ გაიმარჯვოთ - ბრძოლა მომავლისთვის. ძალიან მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გაათავისუფლონ.

ამ წუთას, ის არის პოლიტიკურ პატიმარი. ძალიან ცუდია, რაც მოხდა თქვენს პრეზიდენტთან მიმართებაში და საჭიროა ბრძოლა“, - განაცხადა ლიზა იასკომ.

კითხვაზე, როგორ უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა, ლიზა იასკო პასუხობს, რომ აღნიშნული ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

„ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი და თქვენი პრეზიდენტის მომავალი, იმიტო რომ ეს ადამიანი არის დიდი გულით და მას აქვს უნარი მოახდინოს დიდი ცვლილებები. ამას უკრაინაში ძალიან ვაფასებთ და გვშურს თქვენი, რომ გყავდათ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც ასევე უკრაინელი პოლიტიკოსიცაა. ძალიან მინდა, რომ თქვენ ის დაიცვათ“, - განაცხადა ლიზა იასკომ მედიასთან ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, მისივე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ლიზა იასკოსთან ერთობლივი ოჯახი აქვს და ახალ ცხოვრებას იწყებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს