კახა კახიშვილი - მეორე ტური დემოკრატიულ ქვეყანაში მისასალმებელია და არა დასაძრახი, სირცხვილი 80%-ით გამარჯვება იქნებოდა - ეს 50%-იანი ბარიერი ჩვენი შემოღებულია, რის შემდეგაც მეორე ტურები გახდა შესაძლებელი

მეორე ტური დემოკრატიულ ქვეყანაში მისასალმებელია და არა დასაძრახი, სირცხვილი 80 პროცენტით გამარჯვება იქნებოდა, სხვათაშორის ეს 50%-იანი ბარიერი ჩვენი შემოღებულია, რის შემდეგაც გახდა მეორე ტურები შესაძლებელი , - ამის შესახებ „ქართული ოცნების’’ დეპუტატმა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„პირველ რიგში ვულოცავ ქვეყანას არჩევნების მშვიდობით დასრულებას, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ყველა არჩევნების შემდეგ ჩვენ ველოდებით არეულობას, რითაც მოსახლეობა ძალიან დაიღალა და როგორც იქნა ისეთი ვითარებაა, სადაც აქციები არ არის და იმაზე არ ვფიქრობთ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი”, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

კახიშვილის თქმით, „მეორე ტურები დემოკრატიულ ქვეყანაში დასაძრახი კი არ არის, მისასალმებელია”.

„სამწუხარო მოვლენა იქნებოდა დღეს რომ საქართველოში ყველა ოლქში მმართველ პარტიას 80 პროცენტით გაემარჯვა, აი ეს იქნებოდა ნამდვილად სირცხვილი და არ იქნებოდა დემოკრატია და სხვათა შორის ეს 50 - პროცენტიანი ბარიერი ჩვენი შემოღებულია, რის შედეგადაც გახდა მეორე ტურები შესაძლებელი”, - განაცხადა კახიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო