გიგი ხოჯევანიშვილი - უკეთესი საქართველოსთვის ჩვენი ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე

მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებისადმი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მიდგომისათვის და განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო იმ 137 000-ზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დაგვიჭირა არჩევნებზე ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ ჩაყენებული. თუმცა საბოლოოდ ამ ადამიანებმა უარი უთხრეს ამ ორპოლუსიან სიბრტყეს, რომელშიც დღეს საქართველოს საზოგადოებას უწევს ცხოვრება, - ასე მიმართა პარლამენტარმა და პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, გიგი ხოჯევანიშვილმა მოქალაქეებს პარლამენტის სხდომიდან.

ხოჯევანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ბრძოლას აგრძელებს და ეს ბრძოლა „უკეთეს საქართველომდე მიგვიყვანს“. „თავიდანვე ხაზს ვუსვამდით, რომ ჩვენი მხარდამჭერების მიმართ ადგილი ჰქონდა დაშინებას, ზეწოლას, წნეხს, სხვადასხვა უღირს საქციელს... იყო პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა, იყო უამრავი ტალახის სროლა და ეს ყველაფერი დასრულდა ძალიან სამარცხვინო კარუსელით საარჩევნო დღეს. თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენ მაინც ამხელა მხარდაჭერა მივიღეთ ქართული საზოგადოების მხრიდან. თითოეულ მათგანს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება უკეთესი საქართველოსთვის და ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ბრძოლა გრძელდება. რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც უკეთეს საქართველომდე მიგვიყვანს", - აცხადებს ხოჯევანიშვილი.

პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი ხოჯევანიშვილმა ირაკლი კობახიძეს შეახსენა, რომ მის მიერ ჩამოთვლილი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი დანაშაულებების ერთ-ერთი დაზარალებული ახლა მათ მიერ პარტია „საქართველოსთვის" მხარდაჭერის გამოა დაკავებული. „მინდა გამოვეხმაურო - ირაკლი კობახიძის ჩამონათვალში ყური მოვკარი ბუტა რობაქიძის შემთხვევის ხსენებას და სწორედ ამ საქმეში ერთხელ უკვე უსამართლოდ პატიმრობამისჯილი აკაკი ბართაია, რომელიც დღეს ჩვენი მხარდამჭერია, ასევე უსამართლოდ ზის ციხეში და გვაინტერესებს როდესმე ვინმესგან თუ იქნება კომპეტენტური პასუხი, როდის დასრულდება ეს უსამართლობა და როდის ვიხილავთ ჩვენს თანამებრძოლს ჩვენს გვერდით'', - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო