თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები 2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები 2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბიზნესის მხარდაჭერის ამ პროგრამას, რომელიც თბილისის მერიის მიერ მომზადდა, უახლოეს პერიოდში თბილისის საკრებულო განიხილავს და 2022 წლიდან ამოქმედდება.

„როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა ეკონომიკური სექტორი, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესი. შესაბამისად, ჩემს გუნდთან ერთად შევიმუშავე ბიზნესის მხარდამჭერი რიგი ღონისძიებები. კერძოდ, მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს გავათავისუფლებთ 2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან.

ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შედეგად მათი ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, საიჯარო ვადების კორექტირებას ვთავაზობთ ორი წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი წესით, ორი წლით გავუხანგრძლივებთ საიჯარო ვადებს.

იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გაუვიდათ ან გასდით საიჯარო ხელშეკრულების ვადა მუნიციპალიტეტთან ან მუნიციპალურ საწარმოებთან, ჩვენ შევთავაზებთ ამ საიჯარო უფლების ორი წლით აღდგენას.

ამავე პერიოდში, საიჯარო ხელშეკრულების გადასახადის პირგასამტეხლოების ჩამოწერა მოხდება. ტურისტული ობიექტები - რესტორნები, სასტუმროები და სხვები, ერთჯერადად გათავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლისგან.

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა პროექტის სახით უკვე გაგზავნილია თბილისის საკრებულოში და იმედი მაქვს საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერის. ვფიქრობ, ეს იქნება ერთგვარი ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს