ორგანიზაცია „ხელი ხელს“ - პირველი ქართული შშმ პირთა ორგანიზაცია ჯანმომ სამაგალითო მოდელად აღიარა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და შშმ პირთა დეინსტიტუციონალიზაციაზე მომუშავე ქართული ორგანიზაციის „ხელი ხელს“ სერვისები სანიმუშო მოდელად შეაფასა. ორგანიზაციის ინფორმაციით, „ხელი ხელს“ - ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია, რომელმაც საქმიანობა 2010 წელს დაიწყო.

„ჯანმოს შეფასებით, ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ ინსტიტუციებში მყოფი შშმ პირების საოჯახო გარემოში გადაყვანით, ასევე სერვისის ჰუმანურობით რევოლუციური გარღვევა მოახდინა. 10 - წლიანი არსებობის განმავლობაში, „ხელი ხელს“ ათობით შშმ პირს დაეხმარა, რათა ისინი ჩაკეტილი ინსტიტუციებიდან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნებულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ ჯანმო-ს ამ აღიარებით „ხელი ხელს“ გახდა პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურ პაკეტში მოხვდა.

ორგანიზაციის „ხელი ხელს“ დამფუძნებელი მაია შიშნიაშვილი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო სამიტზე მიიწვიეს. ღონისძიებაზე, ქვეყნების პოლიტიკოსები და მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღებნი დეტალურად მოისმენენ რა ინოვაციური სერვისებია დაფუძნებული ადამიანის უფლებებზე და რომელი სერვისები შეიძლება განავრცონ თავიანთ ქვეყნებში. მათ შორის იქნება საქართველო, „ხელი ხელს“ ორგანიზაციის პრაქტიკის წარდგენით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა ჩვენთვის. ორმაგად სასიხარულოა, როცა ჩვენი არსებობის 10 წლის თავზე ამ მასშტაბის ტიტულს ვიღებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. „ხელი ხელს“ მართლაც რევოლუციური სიტყვა იყო ჩვენს ქვეყანაში 10 წლის წინ. როცა შშმ პირების საოჯახო გარემოში გადაყვანას ვიწყებდით, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს შემართებას და სრულიად ახალ მიდგომებს. დღეს, ამ აღიარების მიღებამდე, ნამდვილად ბევრი სირთულე გამოვიარეთ, მაგრამ ყოველთვის გვჯეროდა, რომ სწორ საქმეს ვაკეთებდით. ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომით შევძელით, რომ წლიდან წლამდე იზრდება ჩვენი საოჯახო ტიპის სახლების რაოდენობა და სულ უფრო მეტ ადამიანს ვაბრუნებთ საზოგადოებაში. მოვახერხეთ ისიც, რომ შშმ პირთა დეინსტიტუციონალიზაცია უკვე სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი გახდა, ხოლო ჩვენი სერვისი კი აღიარებული იქნა, როგორც ღირსეული, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მომსახურება შშმ პირთათვის“, - აცხადებს მაია შიშნიაშვილი.

ორგანიზაციის „ხელი ხელს“ საქმიანობის შეფასება და სპეციალური ანგარიში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა