გურამ მაჭარაშვილი - მიხეილ სააკაშვილი ხილ-ბოსტნეულთან ერთად შემოიპარა, იმ იმედით შემოვიდა, რომ ვერ დააკავებდნენ, როგორც ვარსკვლავბიჭუნა გამოვარდებოდა მიტინგზე და ჩამოშლიდა ქვეყანას

ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში ხილ-ბოსტნეულთან ერთად შემოიპარა - იმ იმედით შემოვიდა, რომ ვერ დააკავებდნენ, როგორც ვარსკვლავბიჭუნა გამოვარდებოდა მიტინგზე და ჩამოშლიდა ქვეყანას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ლოგიკურად ახსნა ის პროცესები, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლას და დაკავებას.

„რაც შეეხება მის დისკრედიტაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, არ მგონია, რომ დედამიწის ზურგზე ვინმემ შეძლოს მისი ისეთი კარგი ხარისხით დისკრედიტაცია, როგორც ამას თვითონ აკეთებს. მას რომ სურდა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ე.წ. რევოლუციების მოწყობა, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ის არ შემოვიდა ქვეყანაში ოფიციალურად. თუ მას განზრახული ჰქონდა, რომ ციხეში ჩაჯდებოდა ოფიციალურად, ის ქვეყანაში ჩვეულებრივად შემოვიდოდა, აეროპორტში თავისი რამდენიმე მომხრე მაინც დახვდებოდა და იტყოდა - „ვაჟკაცურად“ შემოვედი და ქართულ მართლმსაჯულებას ჩავბარდი, მაგრამ ეს ვერ გააკეთა და ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში ხილ-ბოსტნეულთან ერთად შემოიპარა. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ ის ამ მდგომარეობაშია, ყველამ ვიცით, რომ მისი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ერთ ადგილზე გაჩერება ძალიან გაუჭირდება, თუმცა მოუწევს. მიხეილ სააკაშვილი დააჯერეს როგორც ჩანს, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები უკვე ჩამოშლილია, იმ იმედით შემოვიდა, რომ ვერ დააკავებდნენ და როგორც ვარსკვლავთბიჭუნა გამოვარდებოდა მიტინგზე და ჩამოშლიდა ქვეყანას,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა