ხატია დეკანოიძე - ღარიბაშვილის მიმართვა არის გამორჩეული მაგალითი იმ ამორალურობისა და ინტელექტუალური სიმდაბლის, იმ ფსკერის, რომელზეც იმყოფება „ქართული ოცნება“

ღარიბაშვილის დღევანდელი წერილობითი მიმართვა არის მორიგი მაგალითი და ვფიქრობ, გამორჩეული მაგალითი იმ ამორალურობისა და ინტელექტუალური სიმდაბლის, იმ ფსკერის, რომელზეც დღეს იმყოფება პრემიერ-მინისტრად წოდებული, ბიძინა ივანიშვილის მსახური, მთელი „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა და გისოსებს მიღმა მყოფი, თუმცა თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად იქნებიან რეჟიმის დასასრულის ავანგარდში.

„სიძულვილის, ადამიანის სიმდაბლის და ზოგადად ყველაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატულება - ზუსტად ეს სიტყვები შეეფერება ღარიბაშვილის იმ მიმართვას, რომელიც დღეს გავრცელდა და გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი მიმართვა, სიმდაბლე, არაადამიანურობა შეშურდებოდა პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც კი. საქართველოს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი მართლმსაჯულება და სამართალი კი არ არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არამედ ივანიშვილის მიზანი არის რეალურად გადაწეროს საქართველოს ისტორია, შეურაცხყოფა მიაყენოს „ვარდების რევოლუციას“ და დიახ, ზოგადად სიმდაბლით გამორჩეული ადამიანები, რომელსაც წარმოადგენს ღარიბაშვილი, მის უფროსთან ერთად, ცდილობენ, რომ მთელი საქართველოს სახელმწიფო დაამცირონ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ სააკაშვილი, რომელიც არის დღეს ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვე, წარმოადგენს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შიშის ობიექტს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მიშა საპყრობილეში მათთვის არის გამოუვალი მდგომარეობა და არა მიშასთვის. კარგად იციან, რომ მისი დაუოკებელი ბრძოლის ჟინი, არის ზუსტად ის შიში, რომლითაც შეპყრობილია ეს პატარა დიქტატორი და მისი ყველა მსახური. სააკაშვილი შიმშილობს, მაგრამ ის არის მხნედ, ის არის კარგად, მისი აქ ჩამოსვლა იყო ზუსტად ის, რომ მისთვის საქართველოს მომავალი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის საქართველოს მომავალი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ეს მიმართვა, რომელიც მართლა გამორჩეულია იმ სიმდაბლით, რომელიც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“, ღარიბაშვილისა და ივანიშვილის პირად მსახურებს, ზუსტად მიუთითებს იმას, რომ ის პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარია ობიექტია.

ჩვენ და თავისუფალი სააკაშვილი გისოსებს მიღმა, აუცილებლად ვიქნებით რეჟიმის დასასრულის ავანგარდში,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს.

მისივე თქმით, აბსურდულად მიაჩნია ვერსია, რომ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ის წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ზოგი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა