მიხეილ სარჯველაძე პრემიერის განცხადებაზე - როცა ავს არქმევენ ავს, ამაში არავითარი დისკრედიტაცია არ არსებობს

აბსოლუტურად რელევანტური შეფასებებია და სწორი ანალიზია გაკეთებული იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება ყოფილიყო სააკაშვილის მოტივაცია, როცა ახალ ავანტიურას სთავაზობდა საზოგადოებას, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ- მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „როცა ავს არქმევენ ავს, ამაში არავითარი დისკრედიტაცია არ არსებობს“.

„მე არ მგონია, რომ რაიმე ისეთი იყო აქ, რაც შეიძლება მიუღებლად ჩათვალოთ. პირიქით ვფიქრობ, რომ მეტი სიცხადე შეიტანა პროცესებში, რაც მიმდინარეობდა საქართველოში. განცხადებები, რომელიც გაკეთდა ფაქტების თაობაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციას ამ განცხადების ავტორი ფლობს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი შეფასება გაკეთდა სააკაშვილის მოღვაწეობისა, ხელისუფლებაში მოსვლისა, ვფიქრობ, აბსოლუტურად რელევანტური შეფასებებია გაკეთებული და სწორი ანალიზია, თუ რა შეიძლება მოტივაცია ყოფილიყო სააკაშვილის, როცა ახალ ავანტიურას სთავაზობდა საზოგადოებას. როცა ავს არქმევენ ავს, ამაში არავითარი დისკრედიტაცია არ არსებობს. საუბარია იმაზე, რომ ჭეშმარიტება გამოაშკარავდა, ამაში დასაძრახი არაფერია, როცა ავია რაღაც, იმას უნდა დაარქვა ავი - დამთავრდა. მართალია გაცვდა ეს ფრაზა, მაგრამ დესტრუქციული დღის წესრიგის შემოთავაზებისას ოპონენტებს ავიწყდებოდათ და ჩვენ მოვუწოდებდით, რომ ამაზე ფიქრზე ხელი აეღოთ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სხვა რეალობაა, სრულიად განსხვავებული იმისგან, რაც იყო 2003 წლის ნოემბერში“, - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა