გიორგი ვაშაძე განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ ეტაპზე კოალიციურ მთავრობაში მონაწილეობას არ გეგმავს

ჩვენ არავისთან კონსულტაციები არ გვქონია, ვაფასებთ ჩვენს საარჩევნო შედეგებს და ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მხარდამჭერები პოლიტიკური წნეხისგან, - ასე უპასუხა „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვას, გამართა თუ არა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პარტიამ რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან კონსულტაციები.

გიორგი ვაშაძემ ასევე უპასუხა ნიკა მელიას განცხადებას, რომელიც კოალიციურ მთავრობას შეეხება და განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ კოალიციურ მთავრობაში მონაწილეობას არ გეგმავს.

"რაც შეეხება კოალიციებს, ჩვენ ამ ეტაპზე არანაირ კოალიციებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ ჯერ კარგად უნდა გავაანალიზოთ ის შედეგები, რაც ამ არჩევნების შედეგად დადგა", - განაცხადა ვაშაძემ.

მისი შეფასებით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა. გიორგი ვაშაძის თქმით, ამას მოწმობს არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები და საერთაშორისო შეფასებები.

„არჩევნები გაყალბებულია, არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე. როგორც ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ, არჩევნები არის მთლიანად საარჩევნო პროცესი და შესაბამისად, დასკვნები ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებიდან უნდა გამოვიტანოთ, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ დაშინებაზე, მისყიდვაზე, ეს რომ არ უნდა იყოს სამართლიანი არჩევნების ნაწილი, მგონი 2-ჯერ ორი ოთხია",-განაცხადა ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს