ხატია დეკანოიძე - საქართველოს დაკნინებული იმიჯი კიდევ უფრო გამოიკვეთა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან

საქართველოს დაკნინებული იმიჯი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გამოიკვეთა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც საერთაშორისო პარტნიორების მიერ 2 ოქტომბრის არჩევნების შეფასებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, არჩევნებზე მასიური და ტოტალური გაყალბება იყო და ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ მიაწვდიან.

“არც ერთ შეფასებაში საქართველოში მიმდინარე არჩევნები არ წარმოადგენს რეალურად თავისუფალ და სამართლიანს - არ არის ასეთი მითითება, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. იყო მოსყიდვა, იყო ზეწოლა, იყო წარმოუდგენელი მასშტაბის გაყალბება და შესაბამისად, მე გამოძიების იმედი არ მაქვს, რადგან პირადად მე რამდენჯერმე მოვუწოდე სახელმწიფო სტრუქტურებს კონკრეტულ ფაქტზე, რომ დაეწყოთ გამოძიება, მაგრამ სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ეს არ განხორციელდა. ამიტომ საქართველოს დაკნინებული იმიჯი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გამოიკვეთა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მთავარი მაჩვენებელი და არჩევნების სანდოობის შეფასება რა თქმა უნდა, არის მისი თავისუფალი და სამართლიან პირობებში ჩატარება, რაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არ მოგვისმენია. მასიური და ტოტალური გაყალბება იყო და ამაზე ინფორმაციას ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ მივაწვდით. შეფასება იყო ძალიან ადეკვატური, ვინც ამბობს, რომ საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა უკან ამ არჩევნებით და ეს არჩევნები არის წარმოუდგენელი იმედგაცრუება საქართველოსგან", - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო