სოფელ პატარძეულის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ პატარძეულის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, უწყება აქტიურად განაგრძობს სამშენებლო სამუშაოებს იმ სოფლებში, სადაც წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ყოფილა.

„ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში. სამუშაოების ფარგლებში ეწყობა წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილდენი, წყლის სათავე ნაგებობები, სატუმბო სადგური, კორპუსების შიდა გაყვანილობა, დაგეგმილია მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში უწყლობით გამოწვეული პრობლემა მოუგვარდება და 3000 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 9 მილიონ ლარამდე მოხმარდება. პროექტის დასრულება 2023 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილია“, - ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო