ადვოკატი - შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მტკიცედ, ვერც კი წარმომიდგენია "ღარიბაშვილის ციხეში" ყოფნამ რანაირად შეიძლება გატეხოს

ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს მასთან კომუნიკაცია და შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მტკიცედ, ვერც კი წარმომიდგენია "ღარიბაშვილის ციხეში" ყოფნამ რანაირად შეიძლება გატეხოს, - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს.

დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მტკნარი სიცრუე და ჭორაობა, საზოგადოებაში მცდარი აზრის დანერგვის მიზნით.

"ძალიან მარტივი ტესტია, მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს სატელეფონო ზარების უფლება და არ ნიშნავენ სასამართლო პროცესებს, თუკი ეს ასეა, მისცენ საშუალება მიიღოს სასამართლო პროცესში მონაწილეობა და გამოჩნდება მისი მდგომარეობა. ცხადია, ეს არის ტყუილი, მტკნარი სიცრუე და ჭორაობა, საზოგადოებაში მცდარი აზრის დანერგვის მიზნით. ფაქტია, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სააკაშვილს არ ჰქონდეს კომუნიკაცია და თუ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მაშინ პირიქით უნდა მისცენ საშუალება, რომ საზოგადოებამ თავად ნახოს. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს მასთან კომუნიკაცია და შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მტკიცედ, ვერც კი წარმომიდგენია "ღარიბაშვილის ციხეში" ყოფნამ რანაირად შეიძლება გატეხოს”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით შეუძლია საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რაც მიუთითებს, რომ ხელისუფლებას მისი ეშინია და ამიტომ ცდილობს შეუზღუდოს საჯარო აქტიურობის ყველა საშუალება.

"დღეს ვნახეთ ივანიშვილის ოჯახის მოურავის სრულიად სამარცხვინო განცხადება, სადაც საუბრობს მიხეილ სააკაშვილის ვაჟკაცობაზე. ამ ადამიანისთვის ვაჟკაცობა არის სკოლის მოსწავლეებთან "კანარეიკიანი” მანქანებით მისვლა და ბავშვების, მოსწავლეების "დაკაჩავება”, რომ მეორე დღეს სკოლაში ვერ მივიდნენ. ადამიანი ჩამოვიდა შეგნებულად, გვახსოვს მათი არაერთი განცხადება, რომ სააკაშვილი ვერ გაბედავდა საქართველოში ჩამოსვლას. მისი დაკავების კადრებისთვის ნამდვილად მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩათვალეს თითქოს ამ ვიდეოთი მოხდება სააკაშვილის დისკრედიტაცია, სინამდვილეში ვნახეთ როგორ ამაყად და მედგრად ხვდება მიხეილ სააკაშვილი მის დაკავებას”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს.

მისივე თქმით, აბსურდულად მიაჩნია ვერსია, რომ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ის წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა