გიგა ბოკერია - მოვუწოდებ მომხრეებს, პრინციპულია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ოპოზიციის კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა

მოვუწოდებ მომხრეებს, რომ პრინციპულია ახლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ოპოზიციის კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ კოალიციური მმართველობის ინტერესი, რომელიც მე ნორმალურად მიმაჩნია, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომელიც კოალიციურ მთავრობას შეეხება.

როგორც ბოკერია განმარტავს, „ევროპული საქართველოსთვის“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხმის მიცემის მოტივაცია „ამ რეჟიმის მორყევაა“.

„ჩემი აზრით, სწორია ასეთ დროს ამომრჩევლების და მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, როგორი ხედვა აქვს ამა თუ იმ კანდიდატს. „ევროპული საქართველოსთვის“ და ჩვენი მხარდამჭერებისთვის მეორე ტურში გასვლის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხმის მიცემის მოტივაცია არ არის კოალიცია, არის ამ რეჟიმის მორყევა.

ამიტომ მოვუწოდებ მომხრეებს, რომლებიც ქვეყანაში 30 ათასი გვყავს და სხვებსაც, რომ პრინციპულია ახლა მისვლა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ოპოზიციის კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ კოალიციური მმართველობის ინტერესი, რომელიც მე ნორმალურად მიმაჩნია“, - აღნიშნავს ბოკერია.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა