გიორგი ვაშაძე - არ მგონია, რომ პრემიერ-მინისტრი საკუთარ მოსახლეობას ჭორებით, შეთხზული თემებით უნდა ესაუბრებოდეს

ძალიან სამწუხაროა, „ქართული ოცნება“ იგივე პროცესს აგრძელებს და გახლეჩილ პოლიტიკურ ვითარებაში ცეცხლზე ნავთს ასხამს, - ასე შეაფასა „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილი, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, რის გამოც „ნაცმოძრაობაში“ შფოთავენ.

„არ მგონია, რომ პრემიერ-მინისტრი საკუთარ მოსახლეობას ჭორებით, შეთხზული თემებით და ა.შ. უნდა ელაპარაკებოდეს. არ მგონია, ვინმეს საქართველოში ადამიანურად მოსწონდეს ის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში იმყოფება და მას არ აქვს „კლანისგან“ თავისუფალი, სამართლიანი მართლმსაჯულების შესაძლებლობა ამ ქვეყანაში. ჩვენ არაერთხელ ვითხოვდით უცხოელი მოსამართლეების პანელს, მართლმსაჯულების რეფორმას, ვფიქრობ, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყველა საქმესთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდეს. ამიტომ, ეს განცხადება მიუთითებს იმას, რომ სწორედ მათი პოლიტიკური მიზნებისთვის არის ეს ყველაფერი“, - განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, რიგგარეშე არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების მოთხოვნა მათი უფლებაა.

„რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის უფლება ჩვენ ყოველთვის გვაქვს, ამას ვერავინ წაგვართმევს. თუ შეთანხმებაში მითითებულ 43%-ს გულისხმობთ, 43% ვერ იქნება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი, ესეც ფაქტია, ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგია. ალბათ, ყველამ უნდა გავაანალიზოთ, რატომ გვაქვს ასეთი შედეგი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დრო ყველაფერს გვიჩვენებს, მივდივართ თუ არა რიგარეშე არჩევნების გზით. წარმოუდგენლად მიმაჩნია, ამ მძიმე დაპირისპირებისა და პოლარიზების ფორმამ 2024 წლამდე გასტანოს“,-განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა