2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 750.9 მლნ ლარით გაიზარდა და 18 683.9 მლნ ლარით განისაზღვრა

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 750.9 მლნ ლარით არის გაზრდილი და 18 683.9 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებთან დაკავშირებული მაჩვენებლები ასეთია:

შემოსავლები - 13 930.2 მლნ ლარი (2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 681.1 მლნ ლარით);

საგადასახადო შემოსავლები 13 071.4 მლნ ლარს შეადგენს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 008.8 მლნ ლარით. მათ შორის, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 857.1 მლნ ლარით და განისაზღვრება 4 262.1 მლნ ლარით. მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 408.2 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 359.2 მლნ ლარის ოდენობით. დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 613.1 მლნ ლარით და განისაზღვრება 5 359.7 მლნ ლარის ოდენობით. აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 76.9 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 876.9 მლნ ლარის ოდენობით. იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 84.1 მლნ ლარით (იზრდება 4.1 მლნ ლარით). სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 129.4 მლნ ლარის ოდენობით (იზრდება 49,4 მლნ ლარით).

სხვა შემოსავლების პროგნოზი 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 130.0 მლნ ლარით მცირდება და 670.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტით, გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებლები 188.8 მლნ ლარამდე განისაზღვრება. მათ შორის, საბიუჯეტო გრანტების ფარგლებში მისაღები შემოსავლები შეადგენს 71.2 მლნ ლარამდე. საინვესტიციო გრანტები შეადგენს 47.6 მლნ ლარამდე; სსიპ-ების მიერ გადმოსარიცხი თანხები შეადგენს 70.0 მლნ ლარამდე.

არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა 200.0 მლნ ლარს შეადგენს.

ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი განისაზღვრება 150.0 მლნ ლარის ოდენობით.

ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები 4 403.8 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება, მათ შორის: - საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღები სახსრები შეადგენს 1 300.0 მლნ ლარს. საინვესტიციო კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს 1 903.8 მლნ ლარს. საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს 1 200.0 მლნ ლარს.

ამავდროულად, ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას 1 230,0 მლნ ლარის ოდენობით. შესაბამისად, ვალდებულებების წმინდა ზრდა 3 173,8 მლნ ლარს შეადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა