ნათია თურნავა - შუა დერეფნით კონტეინერების მოძრაობა ჩინეთიდან საქართველომდე 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით გაიზარდა 12,9%-ით, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში  260 %-ით

მინისტერიალზე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ყველა იმ მიმდინარე პროექტზე, რომელიც ზრდის ტვირთნაკადებს ჩვენს დერეფანში და კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკური სტრატეგიული ჰაბის როლს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლში ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტერიალში მონაწილეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სტამბოლის მაღალი დონის ფორუმი პანდემიის შემდეგ პირველად ტარდება და მასში 20 -ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს.

„საქართველოს როლი დერეფანში ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა დერეფანი ყველაზე მოკლე გზაა ევროპიდან აზიამდე და ეს ტვირთნაკადის ზრდამაც დაადასტურა. COVID-19-ის დროსაც კი ჩვენ შევძელით ჩვენი მარშრუტების ფუნქციონირების და ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. კერძოდ, კონტეინერების მოძრაობა შუა დერეფნის გასწვრივ ჩინეთიდან საქართველომდე 2019 წელთან შედარებით 2020 წელს გაიზარდა 12,9%-ით, და ეს მაჩვენებელი 260% -ითაა გაზრდილი 2021 წლის პირველ ნახევარში",- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის რეგიონალური სატრანსპორტო პროექტები, რომლებიც ხორციელდება, პირველ რიგში, ესაა ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი რკინიგზა, რომელიც ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს.

თურქეთში ვიზიტის დროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვა ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს ტრანსკასპიურ ოთხმხრივ მინისტერიალში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის დელეგაციებთან ერთად, რომლის დროსაც მინისტრები განიხილავენ ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზაციისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა