გიორგი პერტაიამ ბერლინში გამართულ კასპიის ზღვის რეგიონის ბიზნეს ფორუმში -  Caspian Europe Forum  მონაწილეობა მიიღო

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ ბერლინში გამართულ კასპიის ზღვის რეგიონისბიზნეს ფორუმში - Caspian Europe Forum მონაწილეობა მიიღო , - ამის შესახებ ინფორმაცის სავაჭრო პალატა ავრცელებს.

Caspian Europe Forum ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან პლათფორმას კასპიის ზღვის რეგიონის ბიზნეს წრეების დაახლოებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

გიორგი პერტაიამ სიტყვით გამოსვლისას კასპიის ზღვის რეგიონის, მათ შორის საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. ასევე, მიმოიხილა რეგიონის საინვესტიციო გარემო, გამოწვევები და მნიშვნელოვანი ფაქტორები.

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონის მასშტაბით მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ პროცესში ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის როლს.

ფორუმს ესწრებოდნენ გერმანული, აზერბაიჯანული, ყაზახური, უზბეკური კომპანიები და ბზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები - Association of German Chambers of Commerce and Industry, ADB, EBRD, Deutsche Bahn AG, Aktau International Commercial Sea Port, Alat Free Economic Zone Authority (AFEZA), GTAI – Germany Trade&Invest, Schneired Group, German Agnribusiness Alliance და ა.შ.

ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ცენტრალური აზიის მმართველი დირექტორი სუსანა ჰარგიტაი, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ევგენი ჟუკოვი, უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი ილხომ მახკამოვი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ელნურ სოლტანოვი და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე როვშან ნაჯაფი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა