გიგი წერეთელი - მგონია, რომ ექსპერტების მოწვევა გვიანია და ვერც ვერაფერს ახალს იტყვიან

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი აცხადებს, რომ დიპლომატების მოსმენა საერთაშორისო სკანდალია.

მისი თქმით, ეს არის მახასიათებელი ტოტალიტარული სახელმწიფოსი და ამ მოსმენების ობიექტია ყველა დღეს, მათ შორის დიპლომატებიც.

“საერთაშორისო სკანდალია, როდესაც დიპლომატებს უსმენენ, სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ და ასე ცდილობს მართოს ქვეყანა ტოტალური მოსმენებით, ყველასთვის ყველაფერი ცნობილია და მე მგონია, რომ ჯერ საერთოდ გვიანია ამ ექსპერტების მოწვევა და მეორე ვერც ვერაფერს იტყვიან ეს ექსპერტები იმდენად ნათელია ეს სურათი, რომ ეს არის მახასიათებელი ტოტალიტარული სახელმწიფოსი და ამ მოსმენების ობიექტია ყველა დღეს, მათ შორის დიპლომატებიც”, - განაცხადა წერეთელმა

შეგახსენებთ, რომ დავით ზალკალიანმა დიპლომატების მოსმენის საქმის გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა მოითხოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა