საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი სტუმრობს

ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, თბილისს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ეწვია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონტენეგროს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით.

საქართველოს და მონტენეგროს პრეზიდენტები შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ პრესისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

“ვიზიტის ფარგლებში, მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრას გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით, მონტენეგროს პრეზიდენტის მილო ჯუკანოვიჩის პატივსაცემად, ორბელიანების სასახლეში, ოფიციალური სადილი გაიმართება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა