მამუკა  გამყრელიძე - ხელისუფლებამ  უნდა  დაიწყოს კონსულტაციები საპარლამენტო პარტიებთან  კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად სახეზეა ორპოლუსიანობის საფრთხე და მომავალი პოლიტიკური კრიზისის ნიშნები, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ ვითარებაში პროცესების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კონსულტაციები საპარლამენტო პარტიებთან.

„ხელისუფლებას აქვს ორი გამოსავალი - დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, ან დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები საპარლამენტო პარტიებთან, კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით. ეს გარკვეულწილად თავიდან აგვარიდებს პროცესების ესკალაციას და შეაჩერებს პოლიტიკურ კრიზისს.

არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვოს პარლამენტი, რაც საფრთხეს შეუქმნის პარლამენტის ლეგიტიმაციას. კარგი იქნება თუ ხელისუფლება დაიწყებს კონსულტაციებს სხვადასხვა საპარლამენტო პარტიებთან, მოლაპარაკებას არასდროს აქვს ალტერნატივა და ყოველთვის ჯობია დაპირისპირებას“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა