კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ მსხალდიდში; 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წიწამური, კარსანი, ქსანი, ძეგვი, ქსოვრისი, ქანდა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.