„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „მეღვინეობა ართანა“ საქმიანობას აფართოვებს

„საქართველოს ბანკი“, როგორც სანდო პარტნიორი, ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით „მეღვინეობა ართანამ“ ქვევრის ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებისთვის მარანი მოაწყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიას „ართანას“ ვენახი 4 ჰა-ზე აქვს გაშენებული, რაზეც რქაწითელი და საფერავი მოჰყავს. კომპანიამ წელს უკვე 22 ტონა მოსავალი მიიღო, სამომავლოდ კი ახალი ვენახების გაშენებას გეგმავს.

„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, გვერდით გვიდგას და მათთან პარტნიორობის ფარგლებში უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ბუნებრივ ღვინოს, ვართ „ასოციაცია ბუნებრივი ღვინის“ წევრები. ღვინის რეალიზაციასაც ვახდენთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გაგვაქვს ექსპორტზე ამერიკაში, იაპონიაში, იტალიაში. თუმცა ამით ჩვენ არ ვჩერდებით და ვაპირებთ კიდევ უფრო განვავითაროთ მეღვინეობა, ავითვისოთ ახალი ბაზრები და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები“, - განაცხადა „მეღვინეობა ართანას“ თანადამფუძნებელმა, ანასტასია ახვლედიანმა.

„მეღვინეობა ართანა“ 2015 წელს დაფუძნდა, 2018 წლამდე ის მხოლოდ ჰობის წარმოადგენდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ აქტიურად დაიწყო გაფართოვება და წელს უკვე 20 000 ბოთლი, მაღალი ხარისხის ღვინის და სპირტიანი სასმელების ჩამოსხმა შეძლო. სასიამოვნოა, როცა ვხედავთ თუ როგორ ძლიერდებიან ბიზნესები და როგორ ფიქრობენ მუდმივ განვითარებაზე. კომპანია გეგმავს კიდევ უფრო დიდ ფართობზე მოიყვანოს ვაზი და გავიდეს საფრანგეთისა და გერმანიის ბაზარზე. გვიხარია, რომ წვლილი ჩვენც მიგვიძღვის ამაში. გვინდა კომპანიას კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვოთ. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს ეკონომიკურად გამართლებულ პროექტებს, რათა კიდევ უფრო მეტი ბიზნესის გაძლიერება შევძლოთ“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა