ირაკლი ზარქუა - შიმშილობა სააკაშვილის უფლებაა, რაც შეეხება ტელევიზორს, თუ უნდათ, ნათესაობამ მიუტანოს - მისთვის განსაკუთრებული და სასათბურე პირობები არ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით სარგებლობა იმ გრაფიკით შეუძლია, როგორც დანარჩენ პატიმრებს, მისთვის განსაკუთრებული და სასათბურე პირობები არ იქნება.

ის ასევე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს.

"შიმშილობა მისი უფლებაა, უნდა იშიმშილოს, უნდა პროტესტის სხვა ფორმები გამოიყენოს, უბრალოდ, არგუმენტირებული უნდა იყოს. მგონი განსხვავებას ნახავდა, რა ციხე დატოვა 2012 წელს და როგორ საპყრობილეში ზის ახლა.

რაც შეეხება ტელევიზორს, ინტერნეტს და ა.შ. ტელევიზორი პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული, თუ უნდათ ნათესაობამ მიუტანოს, რაც ეხება ტელეფონს შეზღუდულია და იმ გრაფიკით მიეწოდება, როგორც დანარჩენ პატიმრებს, მისთვის განსაკუთრებული და სასათბურე პირობები ვერ იქნება და არ იქნება. კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და განსხვავებული მიდგომები არ იქნება,"- განაცხადა ზარქუამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს