გურამ მაჭარაშვილი - მიხეილ სააკაშვილი აღარც ევროპას, აღარც ამერიკა, აღარც შიდა საზოგადოებას აინტერესებს, აინტერესებს მარტო „ნაცმოძრაობას“ და თაკო ჩარკვიანს

მიხეილ სააკაშვილი აღარც ევროპას, აღარც ამერიკა, აღარც შიდა საზოგადოებას აინტერესებს, აინტერესებს მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ და თაკო ჩარკვიანს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველოში სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის აქტივობა დასრულებულია და ამის დასტურია ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებაც.

მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" პრაქტიკულად გაუცოცხლა დღის წესრიგი, შეეცადა ყოველ შემთხვევაში და ახლა ცდილობს, რომ აქტუალური იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე, რაც დიდი ხნით არ გაგრძელდება, გამომდინარე იქიდან, რომ პროცესები უკვე დასტაბილურდა ქვეყანაში. მიხეილ სააკაშვილი აღარც ევროპას, აღარც ამერიკას, აღარც შიდა საზოგადოებას აინტერესებს, აინტერესებს მარტო „ნაციონალურ მოძრაობას" და თაკო ჩარკვიანს.

მარინა კალიურანდმა ასევე განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულებულია. საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა სააკაშვილს მხარს არ უჭერს და ეს დაინახეს ევროპარლამენტარებმა. კალიურანდის განცხადებაც ამის გამოხმაურებაა. ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველოში სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის აქტივობა დასრულებულია, სასჯელის აღსრულება კი ისე მოხდება, როგორც განაჩენში წერია", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს