ხათუნა სამნიძე - პრემიერის მიერ გაჟღერებული და დაწერილი თითოეული სიტყვა მოწმობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნის ობიექტია

პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული და დაწერილი თითოეული სიტყვა მოწმობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნის ობიექტია, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ გააკეთა. სამნიძის თქმით, სასაცილოა არგუმენტი იმის თაობაზე, რომ თითქოს ტელევიზორების მარაგი გამოელიათ და ამიტომ პატიმარ სააკაშვილს ტელევიზორი არა აქვს.

"ყველა ეს განცხადება სახიფათოდ ჟღერს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატიმარი შიმშილობს და ამაზე ხელისუფლებას არავითარი რეაგირება არა აქვს. გამომდინარე იქედან, რომ ხელისუფლების არც ერთი განცხადება სიტუაციის ადეკვატური არ არის, პოზიტიური პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება სიტუაციის გამოსწორებაზე ზრუნავდეს, სიძულვილის, ზიზღის შემცველ განცხადებებს აკეთებს და ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. ეს მას აწყობს, რადგან წინ მეორე ტურია და თვლის, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება, რათა ადამიანები კიდევ უფრო დაიბნენ, მეტად დაიძაბნონ და არჩევნებზე არ მივიდნენ", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა