გიგი უგულავა - დამიდასტურდა კორონავირუსი, ჩემზე არ იდარდოთ, ახლა მიშაა მისახედი ციხეში

ფოთის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც უგულავამ აღნიშნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გამოჯანმრთელებამდე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას ონლაინ რეჟიმში მიიღებს.

„დამიდასტურდა კოვიდი. ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთში კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს, 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი! გამარჯვება ახლოსაა! მას გაფორმება სჭირდება.

ჩემზე არ იდარდოთ, ახლა მიშაა მისახედი ციხეში“, - ნათქვამია გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს