გურამ მაჭარაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ფონზე, მელიას უნდა თვითონაც იტივტივოს პოლიტიკურ ზედაპირზე და მოიგონა კოალიციური მთავრობები - ჯერ არჩევნები მოიგოს

მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ფონზე, მელიას უნდა თვითონაც იტივტივოს პოლიტიკურ ზედაპირზე და მოიგონა კოალიციური მთავრობები - ჯერ არჩევნები მოიგოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც კოალიციის შესახებ ოპოზიციური კონსულტაციების დაწყების თაობაზე ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, მელიამ იცის, რომ მეორე ტურში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს.

ნიკა მელიამ არჩევნები მოიგოს და კოალიციურ მთავრობაზე შემდეგ ისაუბროს. კარგად იცის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს და წინასწარ აანონსებს რაღაც კოალიციურ მთავრობას. ეს მეთოდები არ გაუვა, რადგან გაცვეთილი მეთოდებია. მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ფონზე უნდა, თვითონაც იტივტივოს პოლიტიკურ ზედაპირზე და მოიგონა რაღაც კოალიციური მთავრობები. ჯერ არჩევნები მოიგოს, რის იმედიც თვითონაც არ აქვს და შემდეგ ისაუბროს გარკვეული ტიპის ინიციატივებზე", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია “პირველთან” განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტს წარადგენს, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს