კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 11 ოქტომბერს დაიწყება

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში - KET, PET, FCE და CAE მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 11 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მას, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, უფლება აქვს გამოიყენოს დარეგისტრირების კიდევ ერთი შესაძლებლობა - KET, PET და CAE-ის გამოცდებისათვის გვიანი რეგისტრაცია 23 ოქტომბერს დაიწყება და 26 ოქტომბერს 18:00 საათზე დასრულდება, FCE-ის გამოცდის გვიანი რეგისტრაცია კი 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„სარეგისტრაციო ფორმასთან და პროცედურებთან, გამოცდების განრიგთან და მათში მონაწილეობის საფასურთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 15 წელზე მეტია ორგანიზებას უწევს საქართველოში ყველაზე მასშტაბურ გამოცდებს, რომელთა მიზანიც საგანმანათლებლო შეფასებაა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების, პროფესიული ტესტირებებისა და სახელმწიფო შეფასების გარდა ცენტრი ფლობს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდის ჩატარების ლიცენზიას. კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს