თამარ გაბუნია - არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა, რომლებიც მოგზაურობისთვის ითხოვდნენ ვაქცინაციას იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია ევროკავშირში, აშშ-ში - შეგვიძლია დავუშვათ განმეორებითი ვაქცინაცია, მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტროს მიმართა არაერთმა მოქალაქემ, რომელსაც მოგზაურობიდან გამომდინარე, სურს განმეორებით იმ ვაქცინის გაკეთება, რომელსაც ევროკავშირი და აშშ აღიარებს. როგორც გაბუნიამ განმარტა, ამ მიმართულებით არსებობს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დასაშვებია ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ასეთმა პირებმა უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებებს და თან იქონიონ მიზნობრიობის ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის საფუძველზეც მოხდება მათთვის ვაქცინაციის დაგეგმვა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომელსაც უწევს მოგზაურობა უცხოეთში სხვადასხვა მიზნებიდან გამომდინარე და ისინი ითხოვდნენ ვაქცინაციას იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამდენად მათთვის მნიშვნელოვანი იყო განმეორებითი ვაქცინაცია ამ დოზებით. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ. ამდენად, ჩვენს შემთხვევაშიც, შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ იმ პირების განმეორებითი ვაქცინაცია, მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეობს მოგზაურობის ან ბიზნესმიზნებიდან და ეს შეიძლება იყოს „ფაიზერის“ ვაქცინა, შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა ვაქცინა, რომელსაც აღიარებს ის ქვეყანა, სადაც პირი მიემგზავრება. ამისთვის, მათ უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებებს და თან იქონიონ მიზნობრიობის ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის საფუძველზეც მოხდება მათთვის ვაქცინაციის დაგეგმვა“, - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა