49 სოფელში იმუნიზაციასთან დაკავშირებული ე.წ. მარათონი ჩატარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციასთან დაკავშირებული ე.წ. მარათონი 49 სოფელში ჩატარდება, სადაც 160-170 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, თითოეულ სოფელზე მიმაგრებული იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნულ პროცესს კოორდინაციას გაუწევს.

„15 ან 18 ოქტომბრიდან ვიწყებთ ე.წ. მარათონს, ანუ კვირეულს. ჩვენ გვექნება გუბერნატორებთან და მერებთან შეხვედრა. 49 სოფელი აირჩა საბოლოოდ, თავიდან 67 იყო, მაგრამ ამოვიღეთ ის ადგილი, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს, რათა მარათონს სხვა ინტერპრეტაცია არ მიეცეს.

ის სოფლები ავარჩიეთ, სადაც 3 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამ სოფლებში ჯგუფები, ე.წ. აგიტატორები იმუშავებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის აგიტატორთა ჯგუფმა დაიწყო უკვე სხვადასხვა სოფელში სიარული და მოსახლეობასთან შეხვედრა.

რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს ადგილობრივ რწმუნებულებს. ყველა ამ სოფელში არის ამბულატორია და სოფლის ექიმი. თითოეულ სოფელზე მიმაგრებული იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროცესს. ამ 49 სოფელში ცხოვრობს 160-170 ათასამდე ადამიანი. ამ ეტაპზე, 16 წლამდე ბავშვები გამოაკლდება. თუ იქ მოცვის მაჩვენებელის 40-50%-ზე ავედით, ძალიან კარგი იქნება",- აღნიშნავს გამყრელიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა