სანდრო რაქვიაშვილი - „ნაცმოძრაობას" არჩევნების მეორე ტურისთვის ძალიან რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი, სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა მობილიზაცია მოახდინოს

„ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნების მეორე ტურისთვის ძალიან რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი, სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა მობილიზაცია მოახდინოს - ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შესძლონ „გირჩის", გიორგი გახარიასა და ანა დოლიძის ამომრჩევლის მობილიზება, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება ქალაქების დონეზე, ადგილობრივი კოალიციური მთავრობების შექმნის ინიციატივას, რაქვიაშვილის თქმით, მეორე ტურამდე ამაზე საუბარი ნაადრევია.

„თუკი კოალიციური მთავრობის იდეა იყო, შეიძლება, ეს პირველი ტურის წინ გაკეთებულიყო. თუ მანამდე ამის საჭიროება არ იყო და ამაზე არ ფიქრობდნენ, მაშინ ახლა როგორ დავაჯერებთ ამომრჩეველს, რომ ეს სერიოზული დაპირებაა და არა უბრალოდ წინასაარჩევნო?!" - აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა