ადვოკატი - ვითხოვთ ჩატარდეს სასამართლო პროცესები, სადაც წარდგება მიხეილ სააკაშვილი და თუ მართლაც შეშინებული არ არის ხელისუფლება, რატომ არ ნიშნავენ სასამართლო განხილვებს?

ვითხოვთ ჩატარდეს სასამართლო პროცესები, სადაც პირდაპირ წარდგება მიხეილ სააკაშვილი და თუ მართლაც შეშინებული არ არის ხელისუფლება, რატომ არ ნიშნავენ სასამართლო განხილვებს,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე განუცხადა.

მისივე განმარტებით, ის, რომ სასამართლო სხდომები არ ტარდება სააკაშვილთან მიმართებით, ეს სასამართლოსადმი პოლიტიკური შეკვეთაა.

„მიშას ვხვდებით ყოველდღიურად, პატივიც კი არის, რომ ვიცავთ მის ინტერესებს. დღეს, რამე განსაკუთრებული არ იგეგმება. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას, რომ ამ დრომდე სასამართლო დუმს და პასუხს არ გვცემს სხდომების გამართვის მოთხოვნაზე.

ხელისუფლების დღევანდელი დღის წესრიგია, როგორღაც ხმა ვერ მიაწვდინოს საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილმა. ადვოკატების მეშვეობით მიხეილ სააკაშვილს აქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ ჩატარდეს სასამართლო პროცესები, სადაც პირდაპირ წარდგება მიხეილ სააკაშვილი და თუ მართლაც შეშინებული არ არის ხელისუფლება, რატომ არ ნიშნავენ სასამართლო განხილვებს, რა აზრი შეიძლება იდოს ამაში? მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ეს ყველას ძალიან კარგად მოეხსენება. შიმშილობას თვალ-ყურს ადევნებს ციხის ადმინისტრაციაც და ამაზე არანაირი ეჭვიც არ ჩნდება. ფიზიკური მდგომარეობის მხრივ, გუშინ, როდესაც შევხვდით ის იყო მხნედ, განწყობილია ბრძოლისთვის. თუ სასამართლო ჩანიშნეს 20 ოქტომბრის შემდეგ და ა. შ. მისი ფიზიკური მდგომარეობა არ იქნება სახარბიელო და სასამართლო პროცესები უნდა ჩაინიშნოს თუნდაც ხვალ, ორშაბათს ან სამშაბათს. თუმცა, ნორმალურ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან პირველივე ორშაბათს უნდა გამართულიყო. სამწუხაროდ, მოსამართლეთა ეს შემადგენლობაც აგრძელებს მურუსიძე-ჩინჩალაძის "კლანის”, ღარიბაშვილის და ივანიშვილის დაკვეთებს და ამ დრომდე არ ატარებენ პროცესებს. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური შეკვეთა სასამართლოს მიმართ“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა