შალვა პაპუაშვილი - "ნაცმოძრაობის" მერობის კანდიდატის 287 ხმა მითვლილი ჰქონდა გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს, ახლა რა ვქნათ, ზოგიერთი პოპულისტივით ვთქვათ, რომ გახარიამ "ნაცმოძრაობას" გაუყალბა?

„ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის 287 ხმა მითვლილი ჰქონდა გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს - ზოგიერთი პოპულისტივით ბრიფინგს ბრიფინგზე რომ მართავენ, ვთქვათ, რომ გახარიამ "ნაციონალურ მოძრაობას" გაუყალბა? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

როგორც პაპუაშვილი უბნებში დაფიქსირებულ დისბალანსთან დაკავშირებით აღნიშნავს, ხარვეზი ზოგჯერ მართლაც ხარვეზია და ამით მანიპულირება ხდება.

„ყვარლის მე-8 უბანზე, შემთხვევით შერჩევით 10%-ის გადათვლისას, აღმოჩნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის 287 ხმა მითვლილი ჰქონდა გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს. რა ვქნათ ახლა? ზოგიერთი პოპულისტივით ბრიფინგს ბრიფინგზე რომ მართავენ, ვთქვათ, რომ გახარიამ "ნაციონალურ მოძრაობას" გაუყალბა?

სინამდვილეში, ზოგჯერ ხარვეზი, უბრალოდ ხარვეზია. რაც სწორედ შემთხვევით შერჩეული უბნების 10%-ის გადათვალამაც დაადასტურა.

სხვათა შორის, დაზუსტების შედეგად "ქართულ ოცნებას" თბილისში 520 ხმა დაგვემატა (ანუ აღმოჩნდა, რომ მანამდე დაგვაკლეს და გაგვიყალბეს).

ასე, რომ იცოდეთ, ყველა ვინც დღეს ამ საკითხით მანიპულირებს, უბრალოდ თქვენით მანიპულირებს,"- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა