გიორგი გახარია - გადატრიალება, მოღალატეობა, ნარკომანობა დამაბრალეს, რა უნდა დამაბრალონ, რით უნდა გამამწარონ?!

„ქართული ოცნება“ მე უბრალოდ ვერ გამამწარებს - რა უნდა დამაბრალონ, რით უნდა გამამწარონ?! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას რომან გოცირიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ გახარიას გაამწარებს“.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ვერ გაამწარებენ ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობენ და საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ.

„ქართული ოცნება“ მე უბრალოდ ვერ გამამწარებს მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მათ, ვინც არიან, „ბოსები“ და „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობენ, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და შესაძლებლობა არ აქვთ. ზოგი წერილს წერს, ზოგი რაღაც სისულელეებს საუბრობს. როგორ შეიძლება მათ გამამწარონ. ვერ გამამწარებენ იმიტომ, რომ მიზანი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ეს ადამიანები კალეიდოსკოპში იცვლებიან - დღეს ერთია, ხვალ - მეორე. მათ მისია და ფუნქცია არ აქვთ გააზრებული. ისინი ერთ დიდ სცენარში მარიონეტები არიან. როგორ შეიძლება გამამწარონ, ვერ გამამწარებენ. რა უნდა დამაბრალონ?! - გადატრიალება დამაბრალეს, ქართული მიწების გაყიდვა დამაბრალეს, მოღალატეობა დამაბრალეს, ნარკომანობა დამაბრალეს - რა უნდა დამაბრალონ, რით უნდა გამამწარონ?!“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, “არ არის გამორიცხული, “ქართულმა ოცნებამ” ისე გაამწაროს გიორგი გახარია, საერთოდ არ უნდოდეს „ოცნებისკენ“ გახედვა”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა