მიხეილ სარჯველაძე გახარიას განცხადებაზე - დაუსაბუთებელი ბრალდებებით შორს ვერ წავა ვერც ერთი პოლიტიკოსი - იქ, სადაც კონკრეტული მოლაპარაკების საჭიროება იარსებებს, ეს ხილულად და მარტივად მოხდება

დაუსაბუთებელი ბრალდებებით შორს ვერ წავა ვერც ერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა - იქ, სადაც კონკრეტული მოლაპარაკების საჭიროება იარსებებს, ეს ხილულად და მარტივად მოხდება, - ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას.

მისივე თქმით, საჯარო ფორმატში მოლაპარაკებების გამართვის საჭიროება არ არსებობს და აუცილებელი არ არის ასეთი მოწოდებებით გამოსვლა საზოგადოების წინაშე ქულების დასაწერად.

„სამი მუნიციპალიტეტია, სადაც გარკვეულ თემებზე კონსულტაციები აუცილებელი იქნება და რეალურად, ამას მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით თავისუფლად მოახერხებს „ქართული ოცნების" ხელისუფლება ადგილებზე, რაც იქნება აუცილებელი კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. კოალიციის შესაძლებლობებს რაც შეეხება, უნდა ითქვას, რომ ასე პარტიასთან კონსულტაციები და გეგმები მათთან თანამშრომლობაზე არ არსებობს, იქნება თემატური და ცალკეულ პირებთან მოლაპარაკებები ცალკეული საკითხების თაობაზე გადაწყვეტილებების მისაღებად“, - განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ.

ამასთან, პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მის პარტიას „ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში” სთავაზობენ შეთანხმებას, რათა საკრებულოები მათი სასურველი კანდიდატურებით დაკომპლექტდეს.

როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიები მას სანაცვლოდ „რაღაც სარგებელს“ ჰპირდებიან. კითხვაზე, კონკრეტულად, რა სარგებელს სთავაზობენ, გახარია ამბობს: „რაღაც თანამდებობებს, სხვათა შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში”.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს