ანრი ოხანაშვილი - მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად მოხსენიება სამარცხვინოა

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად მოხსენიება სამარცხვინოა - ეს იმ ასიათასობით ადამიანის შეურაცხყოფაა, ვინც უსამართლოდ გააუბედურეს და უკანონოდ ამყოფეს ციხეში, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილის თქმით, "თუ ვინმეს ჰგონია, რომ ადამიანებს მოკლე მახსოვრობა აქვთ და ჩადენილ უმძიმეს ქმედებებს ამოშლიან, ასე არ მოხდება".

ოხანაშვილი იმასაც ამბობს, ციხეში მყოფ სააკაშვილს აქვს სრული და შესაბამისი პირობები, იყოს თანაბარ პირობებში სხვა მსჯავრდებულებთან.

"ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალა არ არის, ვინც ოპონენტებს ანადგურებს და ვინმეს პასუხისგებაში მიცემა უხარია. ჩვენი მთავარი ღირებულებაა, ყველა ადამიანს სამართლიანად და იმის ადეკვატურად მიეზღოს, რაც მან ჩაიდინა. ამ მსჯავრდებულის მიმართ სენტიმენტები არა მაქვს, რადგან ასიათასობით ადამიანს ცხოვრება გაუმწარა - ადამიანმა, რომელმაც სისტემური დანაშაულის ხელმძღვანელობა გასწია, პასუხი უნდა აგოს. სასჯელი უნდა მოიხადოს და სამართლიანობა აღდგეს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გარდა ამისა, "ქართული ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ პარტია "ნაციონალური მოძრაობა" სრულ პანიკასა და სასოწარკვეთაშია. მისი თქმით, მიმდინარეობს ბრძოლა, თუ ვისი ფლანგი უფრო გაძლიერდება.

"ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნიკა მელია პარტიის ფორმალური თავმჯდომარეა, ხოლო რეალური თავმჯდომარე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილია. მელიას ფრთა სასოწარკვეთილებაში, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ის ფორმალური თავმჯდომარეობა, რაც მელიას მისცეს, გადაიბაროს. "ნაციონალურ მოძრაობაში" მათ დაქსაქსვასთან დაკავშირებით საინტერესო სცენარებს ველით", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა