ლევან ბეჟაშვილი მარინა კალიურანდის განცხადებაზე - ეს განცხადება სულ მცირე ინფორმაციის არქონის ან ანალიტიკური უნარების ნაკლებობის გამო არის გაკეთებული

ეს განცხადება სულ მცირე ინფორმაციის არქონის ან ანალიტიკური უნარების ნაკლებობის გამო არის გაკეთებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მარინა კალიურანდის განცხადებას იმის შესახებ, რომ "სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებით დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ ის პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლის გამო".

ბეჟაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში იმთავითვე განაცხადი იყო გაკეთებული, რომ ამომრჩეველი უნდა გამოსულიყო საარჩევნო უბნებზე და მიეღო გადაწყვეტილება დაეცვა ქვეყნის თავისუფლება.

"ჩვენმა მოსახლეობამ ეს გააკეთა და ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვნახეთ, როგორ მოხდა ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზება და მათ თავისი ნება განახორციელეს.

მიხეილ სააკაშვილს თავიდანვე გაკეთებული ჰქონდა განცხადება, რომ ის ჩამოდიოდა და ის პირად უსაფრთხოებასა და თავისუფლებას სწირავდა იმისათვის, რომ ქვეყანაში მომხდარიყო ძირეული პოლიტიკური ცვლილებები. "ხალხისთვის მოწოდება", "რევოლუციები" - ეს არის ღარიბაშვილის „ვორდინგი“ და საერთაშორისო წარმომადგენლებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ობიექტურობა მართებთ განცხადებების გაკეთების დროს", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა