მიხეილ სარჯველაძე - შიმშილობის გამო სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესებაზე ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა, არასწორია - რა გავაკეთოთ, ყველა პატიმარი, ვინც კი შიმშილობას დაიწყებს, გარეთ გავუშვათ?

შიმშილობის გამო სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებით თითქოსდა პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, არასწორია - რა გავაკეთოთ, ყველა პატიმარი, ვინც კი შიმშილობას დაიწყებს, გარეთ გავუშვათ?! - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ მისი ჯანმრთელობა გაუარესდება, მას სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.

„ვალდებულება, რომ სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყოს უზრუნველყოფილი პატიმარი სააკაშვილი, რასაკვირველია, ეკისრება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის ქვეშ მოქმედ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. ეს უდავოა, ამაზე კამათი არ შეიძლება, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ შიმშილობის გამო, ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თითქოსდა პარტიამ, ეს არასწორია. მას გაეწევა სამედიცინო მომსახურება. რა გავაკეთოთ, ყველა პატიმარი, ვინც კი შიმშილობას დაიწყებს, უნდა გავუშვათ გარეთ?! არ მგონია, სწორი იყოს,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის მიერ ღარიბაშვილისთვის შეთავაზებულ „ჩელენჯს“ და აღნიშნა, რომ „ჩელენჯებისა და თამაშებისთვის დრო არ არის“.

„მითუმეტეს, როცა სერიოზულ თემებს ვეხებით, ასეთი არასერიოზული თემებით ყურადღების გაფანტვა არაა სწორი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა