ადვოკატი - სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური წნეხი მოახდინონ და შემდეგ რაღაც შედეგებს მიაღწიონ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა სურთ და მას საკანში სტანდარტულზე დაბალი პირობები აქვს.

როგორც გელხაურმა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე აპირებს, რომ გააგრძელოს შიმშილობა, ეს არის მისი პრინციპული პოზიცია.

„რეალურად სურთ, რომ რაღაც ფსიქოლოგიური წნეხი მოახდინონ მიხეილ სააკაშვილზე და გარკვეული წნეხის შემდეგ რაღაც შედეგებს მიაღწიონ, მაგრამ დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად და ჯანრმთელად გრძნობს. ასევე, როგორც უკვე ითქვა, შიმშილობის გაგრძელება მისი პრინციპული პოზიციაა, ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ეხალისება ან ამის სურვილი აქვს, ბოლომდე აპირებს გააგრძელოს შიმშილობა, ეს არის მისი პრინციპული პოზიცია. მას საკანში სტანდარტულ პირობებზე დაბალი დონის პირობები აქვს. უამრავ მსჯავრდებულს აქვს უფლება იმის, რომ ტელევიზორით, სხვადასხვა ნივთებით ისარგებლოს, თუმცა, დღემდე ამ მდგომარეობაშია. მაქსიმალურად უქმნიან პრობლემებს, რომ თავი კარგად ვერ იგრძნოს. არ აძლევენ ლეიბს, ტელევიზორს, რისი უფლებაც აქვს მსჯავრდებულს. ეს კი ნიშნავს შემდეგს - იმიტომ არ აქვს ტელევიზორი, რომ ის არის მიხეილ საკააშვილი,“- განაცხადა გელხაურმა.

მისივე თქმით, სააკაშვილი მზადაა კამერების თანდასწრებით ჩააბაროს ნარკოტესტი და შემდეგ მოხდეს ამისი ტრანსპორტირება და შემდეგ უკვე საექსპერტო ბიუროში ამის დადგენა.

„ამისთვისაა მზად და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ არის ციხეში, მსჯავრდებულია და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რაც მის მიმართ ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით ამდენი წლების განმავლობაში არის დაგროვებული. რაც შეეხება პაემნებს, ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი დართავენ თუ არა ნებას გიული ალასანია სააკაშვილის მონახულების. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ იზოლაცია მოახდინონ და მიხეილ სააკაშვილს ინფორმაციული ვაკუუმი შეუქმნან. ფაქტობრივად, ჩვენი მეშვეობით ის ყველანაირ ინფორმაციას იღებს და შესაბამისად, ამ ხერხით, თუნდაც, ტელევიზორის არ მიცემით, ვერ მიაღწევენ ფსიქოლოგიურ წნეხს“, - განაცხადა გელხაურმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს