"ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

"ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეიკრიბნენ იმისათვის, რომ სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება ორ საკითხზე - "მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება".

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილულ იქნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხი.

„ამასთან, ვიმსჯელებთ ოპოზიციასთან კოორდინირების საკითხზე მეორე ტურთან დაკავშირებით და ასევე იქნება სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მთავარი ამოცანაა, რომ შევატყობინოთ მთელ მსოფლიოს, რომ პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, მის სიცოცხლეს ემუქრება სერიოზული საფრთხე და გამოყენებულ იქნას ყველა ბერკეტი, იქნება ეს შიდა თუ საგარეო ზეწოლა, რათა მიხეილ სააკაშვილმა დროულად დატოვოს საპყრობილე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა