საოლქო კომისიებში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საარჩევნო სუბიექტების მიერ 1702 საჩივარია წარდგენილი

საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს, 2 ოქტომბერს და შემდგომ პერიოდში, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილია და ამ დროისთვის შესაბამის ელექტრონულ ბაზაში 1702 საჩივარია ასახული. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ჯამში 561 საჩივარი წარადგინეს, რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ საჩივრებს, კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში მათ მიერ 1141 საჩივარია წარდგენილი.

„საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას, გადათვლის მოთხოვნას შეეხება 825 განცხადება-საჩივარი, ხოლო დანარჩენი უმეტესწილად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას და შესაბამისი რეაგირების მოთხოვნას ეხება. კენჭისყრის პროცედურებთან, ხმის დათვლასთან და კენჭისყრის შედეგებს შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადება-საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს განცხადება-საჩივრების რეგისტრაციიდან 4 კალენდარული დღის ვადაში. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიებში სხდომები, სადაც განიხილება საჩივრები და ზოგიერთ ოლქში დასრულდა კიდეც განხილვის პროცესი. საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ, საქალაქო სასამართლოში 2 კალენდარული დღის ვადაში, რომელიც, თავის მხრივ, საჩივრის მიღებიდან 2 დღის ვადაში განიხილავს მას და მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა იოსელიანმა.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს