მონტენეგროს პრეზიდენტი - საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას თვალ-ყურს ვადევნებთ - პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია თქვენს მიზნებს მიაღწიოთ

საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას აქტიურად ვადევნებთ თვალ-ყურს - პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია თქვენს მიზნებს მიაღწიოთ, - ამის შესახებ მონტენეგროს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჯუკანოვიჩი აცხადებს, საქართველო მონტენეგროს მნიშვნელოვანი პარტნიორია და იმედოვნებს, რომ საქართველო თავის სტრატეგიული მიზნებს განახორციელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გაღრმავდეს, აქტივობები, რაც განხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს. რაც შეეხება სამშვიდობო ოპერაციებს, მონტენეგრო საქართველოს ძალიან აქტიურად უდგას მხარში. საქართველო მონტენეგროსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია როდესაც ვსაუბრობთ ნატო-ს ოპერაციებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო სხვადასხვა ნაწილებში მშვიდობა აღდგეს. ჩვენ მსგავსი ღირებულებები გვაქვს. საქართველოში ვიზიტის ჩემი ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გაღმავებულიყო, გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა თქვენი შიდა და საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. ჩვენ საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას აქტიურად ვადევნებთ თვალ-ყურს. ასევე პოლიტიკურ სიტუაციას თქვენს რეგიონში. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელვანია თქვენი სულისკვეთება და ძალისხმევა, რასაც გაიღებთ იმისთვის, რომ საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია, თქვენს მიზნებს მიაღწიოთ. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს და საქართველოს ნაბიჯებს ამ პოლიტიკურად ძალიან რთულ რეგიონში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას სტაბილურობის მიღწევისკენ.

ასევე, მონტენეგრო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებს და მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ აქტიურად გიჭერთ მხარს თქვენ და თქვენს არჩევანს.

მონტენეგროს არც ისე მარტივი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, მაგრამ ჩვენ, რეალურად შევძელით, მყარად დავმდგარიყავით და ამ ეტაპზე ვართ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ. საქართველო არის საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყანა, ძლიერი ქვეყანა, თქვენ ხართ ჩვენი მეგობრები და ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს თქვენ ამბიციებს, სწრაფვებს და განვაგრძობთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭრას.

მონტენეგრო ამ ეტაპზე ახალ და საინტერესო პოლიტიკურ გამოცდილებებს გადის. 30 წლის განმავლობაში ერთი პოლიტკური პარტია იყო ხლეისუფლებაში და დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ შევცვალეთ მთავრობა. შესაბამისად, ახალი მთავრობა მოიტანს ახალ ღირებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კომპლექსური პოლიტიკური გარემო გვაქვს, ეს არის დემოკრატიული პროცესი. რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთი არის ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდებარეობის და დიდი იმედი მაქვს, საქართველოში იგივე ნაბიჯები იქნება გადადგმული და ისევე წარმატებულად, როგორც ეს მონტენეგროში მოხდა. დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ. ევროკავშირის ზრდის ინტერესი კლებულობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გავაღვიძოთ ეს ინტერესი. ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს.

სლოვენიაში, ლუბლიანაში სამიტი გაიმართა და ამ ყველაფერმა ჩასახა ახალი იმედი იმ თვალსაზრისი, რომ დასავლეთ ბალკანეთსა და ევროკავშირს შორის შესაძლოა, ბევრად უფრო აქტიური ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. ჩვენ ძალიან აქტიური დიალოგი გვქონდა გამართული, პოლიტიკური ვაკუუმი ამ ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მესამე მხარის ინტერესი ძალიან აქტიური იქნება. გეოპოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ რთული თემაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როლები სწორად იქნეს გადანაწილებული და რეგიონებს საშუალება მიეცეთ, თავინთი მიზნები აასრულონ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ძალიან კარგად განვითარდება ორივე რეგიონში. ძალიან ბევრი შესძლებლობა არსებობს ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით. უმაღლესი დონის მოლაპარაკებები უნდა გავმართოთ. შეგვიძლია, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, კულტურის და სხვადასხვა სფეროებში ურთიერთობა გავაღმავოთ.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენი ქვეყნის კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას. ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თანამშრომლობა გავაუმჯობესოთ და შევქმანთ ისეთი პირობები, რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს, რომ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთს გააცნონ. რა თქმა უნდა, ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა და გვსურს, ეს მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ვეწვიე. საქართველოს საუკეთესო სურვილებს ვუსურვებ. დიდი იმედი მაქვს, თქვენი სტრატეგიული მიზნები განხორციელდება და მომავალში ყველა მიზანს მიაღწევთ“,- განაცხადა მილო ჯუკანოვიჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო