მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მისი შვილები და გიული ალასანია ითხოვენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას დედა - გიული ალასანია ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ მისი შვილებიც. გელხაურის განმარტებით, შესაბამისი განცხადება უკვე დაწერილია, თუმცა, ის ჯერ დაკმაყოფილებული არ არის.

„რაც შეეხება პაემნებს, ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი დართავენ თუ არა გიული ალასანიას სააკაშვილის მონახულების უფლებას. მაქსიმალურად ცდილობენ იზოლაცია მოახდინონ და მიხეილ სააკაშვილს ინფორმაციული ვაკუუმი შეუქმნან. ფაქტობრივად, ჩვენი მეშვეობით ის ყველანაირ ინფორმაციას იღებს და შესაბამისად, ამ ხერხით, თუნდაც, ტელევიზორის არ მიცემით, ვერ მიაღწევენ ფსიქოლოგიურ წნეხს“, - განაცხადა გელხაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა