ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი დალი ბარბაქაძე აცხადებს, ბრალდებულებს პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალის დადგენილებას პირადად გააცნობენ, ვინაიდან ისინი მიმალვაში იმყოფებოდნენ.

კიდევ ერთი დაკავებულის, გიორგი კავილაძის ადვოკატის გიორგი ტურაზაშვილის განცხადებით, ვინაიდან, დაკავებულებს ბრალდება დაუსწრებლად წარდგენილი აქვთ, კანონი ითვალისწინებს მათ მოთავსებას არა დროებითი მოთავსების იზოლატორიში, არამედ, პენიტენციურ დაწესებულებაში.

ადვოკატის თქმითვე, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაესაუბრება, ასევე იმასთან დაკავშირებით, დაკავებისას ხომ არ განხორციელდა მისი უფლებების დარღვევა.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.

დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა