თამარ კორძაია ირაკლი ღარიბაშვილის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ინფორმაციაზე - ყველაფერი ისე იქნება, როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს

შესაძლებელია, ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლა იმ მიზეზით განიხილებოდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება სურდა, რომელიც მას საერთოდ არ აქვს, ძირითადი ქალაქები წააგეს ოპოზიციასთან, რაც ცალსახაა - თავის დროზე როდესაც ღარიბაშვილი პირველად გადადგა პრემიერობიდან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, ეგონა ზენიტში იყო, მაგრამ ადგა და წავიდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ არჩევნების შედეგი არ იყო კარგი, ან ღარიბაშვილმა რაიმე არასწორად გააკეთა, სავსებით შესაძლებელია ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგეს.

„ქართული ოცნების“ აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი არის ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ძალიან კარგად ჩაატარა არჩევნები, ასევე წარმატებით ჩაატარა სპეცოპერაციები, დაიჭირა სააკაშვილი, მელია და ა.შ. მაგრამ, შესაძლებელია მისი შეცვლა განიხილებოდეს იმ მიზეზით, რომ „ქართულ ოცნებას“ სურდა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც მას საერთოდ არ აქვს, ძირითადი ქალაქები წააგეს ოპოზიციასთან, რაც ცალსახაა. თავის დროზე, როდესაც ღარიბაშვილი პირველად გადადგა პრემიერობიდან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, ეგონა ზენიტში იყო, მაგრამ ადგა და წავიდა.

„ქართული ოცნება“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს, თუ ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ არჩევნების შედეგი არ იყო კარგი, ან ღარიბაშვილმა რაიმე არასწორად გააკეთა, სავსებით შესაძლებელია გადადგეს. ყველაფერი ისე იქნება, როგორც გადაწყვეტს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ბოლო 8 წლის განმავლობაში არაერთი პრემიერ-მინისტრი წავიდა და მოვიდა, აქედან არცერთი არ იყო რეალური პოლიტიკური გადაწყვეტილება, ყველა იყო ერთი ადამიანის თავში მოხარშული, რის გამოც მიდიოდნენ. ერთადერთი აღმოჩნდა გახარია, რომელმაც თქვა, რომ გადადგა პროტესტის ნიშნად პოლიტიკურ გუნდში, სხვა ყველა შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მიდიოდნენ ხოლმე“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

ის ასევე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებებს, რომლის თქმით, „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ. კორძაიას შეფასებით მოლაპარაკებებისთვის ჯერ ადრეა და ჯობს ყველა პარტიის წარმომადგენელი ოქმების დათვლით იყოს დაინტერესებული.

რაც შეეხება განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ საკრებულოში პარტია “საქართველოსთვის“ წევრების გადაბირების ცდილობს, კორძაიას თქმით, მსგავსი მეთოდები ახალი არ არის და არ არის გამორიცხული დაიწყონ მუშაობა მანდატის მქონე პარტიის წევრებთან.

,,ვფიქრობ, ჯერ მოლაპარაკებების დრო არ არის. ალბათ სჯობია ყველა პარტიის წარმომადგენელი და დამკვირვებელი ოქმების გადათვლით იყოს დაინტერესებული. იმავე გახარიასთვის, შესაძლოა უკეთესობისკენ წავიდეს, ამიტომ ჯერ მოლაპარაკებებზე საუბარი ადრეა, უნდა გვქონდეს სურათი სად როგორი ვითარებაა და ალბათ ამის შემდეგ დასხდებიან პარტიები მოსალაპარაკებლად. დღევანდელი პრიორიტეტია ხმების დათვლა და მეორე ტურში ბრძოლა, როდესაც საბოლოო შედეგები დაჯდება, ამას უკვე პარტიები მიხედავენ.

არ არის გამორიცხული დაიწყონ მუშაობა მანდატის მქონე პარტიის წევრებთან, გახარიას მომხრეებთან. ეს მეთოდები ჩვენთვის არ არის ახალი, სულაც არ მიკვირს, რომ მსგავსი შემთხვევები იყოს“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა